ქედაში "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ- ეკონომიკური გაძლიერება'' ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება. განაცხადების მიღება 23 მაისამდე გაგრძელდება.
პროექტების წარდგენა შეუძლიათ ქედაში მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ ქალს ან საინიციატივო ჯგუფს.
თითოეულ პროექტზე მერიის მხრიდან თანადაფინანსება 1000-დან 7000 ლარია, რაც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის 80% ია.
პროგრამის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
პროგრამის ბიუჯეტი 45 ათასი ლარია. გასულ წელს ამ პროგრამით 13 ბენეფიციარმა ისარგებლა.