აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 აპრილი 2025, 15:03 391 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების, „პრეგაბალინის“ შემცველი 1581 კაფსულა აღმოაჩინეს. პოლიციამ რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი