სულხან თამაზაშვილი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

24 აპრილი 2025, 18:28 172 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

მათი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ზაფხულის მოახლოებული ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები, რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებები და არსებული გამოწვევები.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების გრძელვადიან ხედვებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარა უნდა დარჩეს არა მხოლოდ ზაფხულის, არამედ ოთხივე სეზონის განმავლობაში მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად.

მთავრობის თავმჯდომარემ დეპარტამენტის გუნდს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა გამოუცხადა, რათა რეგიონმა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ტურისტული პოტენციალი და კიდევ უფრო გააუმჯობესოს ვიზიტორებისთვის შეთავაზებული გარემო და სერვისები", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი