ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. „ზღვარზე“- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი პირველად მცირე სცენაზე ხვალ იხილავს.
გუგა მგელაძის პიესის "ფერფლისფერი ფანტელების უდაბნოს" მიხედვით თეატრალური წარმოდგენა რეჟისორმა სალომე ჯიჯავაძემ დადგა. სპექტაკლი გვიყვება გულწრფელი და ფაქიზი სიყვარულის შესახებ, რომელიც ნაპრალებად იშლება, მარტოობის შიშსა და იმედზე, რომელიც, შესაძლოა , ჯერ კიდევ არ გამქრალა.
მაყურებელს სპექტაკლის ნახვა 25, 26 და 27 აპრილს, ასევე 7,8 და 29 მაისს შეუძლია.