„შავი ზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - რეალობა და პერსპექტივები“

25 აპრილი 2025, 11:58 145 ნახვა

„შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - რეალობა და პერსპექტივები“ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო  ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარს მართავს. იგი ყოველწლიურად ტარდება და მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ. ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, წელს სემინარის თემებია  ეთნოლოგია, ისტორია და ფოლკლორის სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებები.

მისი მიზანი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და მართვის მიმართულებით ინფორმაციის გაცვლა, ახალი ცოდნის განვითარება, სპეციალისტთა შორის კომუნიკაცია და სამომავლო მჭიდრო სამეცნიერო-კვლევითი თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. კონფერენციას ორგანიზებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ბეტა ივენთი უწევს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი