საიას ანგარიში

25 აპრილი 2025, 14:09 71 ნახვა

„აქციაზე დაკავებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგში  10 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევა იკვეთება“ - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია ნათქვამი.

მონიტორინგის ავტორების განცხადებით,  არასათანადო მოპყრობის შემთხვევები  თავისი არსით უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს, როგორიცაა  წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. 

საიას ინფორმაციით,  სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10-მა დემონსტრანტმა აღნიშნა, რომ მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში ყოფნისას ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ათივე პირი  სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია  და  საიას  ეფექტიანი გამოძიების  აუცილებლობაზე საუბრობს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი