2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 704 ათას 500-ია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10 ათასი ადამიანით მეტია – მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 ათას 425 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34 პროცენტით შემცირდა.
საქსტატის განახლებული ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 ათას 587 პირს მიენიჭა, აქედან პირველ პოზიციაზე რუსეთია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წელს მოქალაქეობა მიიღო 2 361-მა რუსეთის მოქალაქემ.