გომი-აგარას გადასარბენზე სამგზავრო მატარებელში დაკვამლიანება იყო, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა -"საქართველოს რკინიგზა"

25 აპრილი 2025, 15:57 138 ნახვა

გომი-აგარას გადასარბენზე სამგზავრო მატარებელში დაკვამლიანება იყო. ინფორმაცია საქართველოს რკინიგზაში დაადასტურეს.

მათი განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„გომი აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი