მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

25 აპრილი 2025, 19:33 107 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  პრეზიდენტის თვითმფრინავი “ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

"მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი