საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, თეთრ სახლში, პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში, ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ენდრიუ პიკს შეხვდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალ ადმინისტრაციასთან საუბარი ხელისუფლების იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით შედგა, რომელიც მისივე თქმით, სრულ თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის იდეებთან.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საუბარი იმ შესაძლებლობებს შეეხო, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მონაწილეობდა.