გამწვანების აქცია ხელვაჩაურში

26 აპრილი 2025, 14:53 327 ნახვა

"დარგე ხე" - ამ სახელწოდებით გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს მონადირეთა საზოგადოების წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ შარაბიძეებში 200 ძირი ფიჭვი დარგეს.
აქცია აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა სპორტული ფედერაცია მაჭახელას ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელსაც  აჭარის სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიების მიზანია ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა  და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს აღდგენა. ამ მიზნით, გარემოსდაცვითი აქტივობა მონადირეთა საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი