მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალზე
26 აპრილი 2025,
15:07
164 ნახვა
მსოფლიო დელეგაციებთან ერთად, ვატიკანში იმყოფება დელეგაცია საქართველოდან, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მიმდინარე პაპის დაკრძალვის ცერემონიალს მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრო.