აქცია მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ

26 აპრილი 2025, 17:46 341 ნახვა

ელიავას ქუჩაზე მოქალაქეებმა  მშენებარე კორპუსის დროულად დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს. აცხადებენ, რომ  საცხოვრებელი კორპუსი  სამი წლის წინ უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა  კომპანიას დარღვევების გამო   მშენებლობის უფლება მერიამ  შეუჩერა და დააჯარიმა. მოგვიანებით კი, მათივე განცხადებით, მერიამ კომპანიას  სამუშაოების გაგრძელების უფლება   შეცვლილი პროექტით   კვლავ  მისცა. მიუხედავად ამისა, დეველოპერმა კორპუსი არ დაასრულა. მოქალაქეები დეველოპერის მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ. მშენებელ კომპანიასა და მერიაში სატელევიზიო  კომენტარი  არ გააკეთეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი