პროტესტის 150-ე დღე - „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ორი ძირითადი მოთხოვნით დიდუბის მეტროდან დაწყებული აქცია-მსვლელობა სიმბოლურად თბილისის პროკურატურასთან დასრულდა.
აქციაზე შეიკრიბნენ ბოლო დროს დაკავებული პატიმრების მშობლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.