„ემიგრანტი დედა“ - ინტეგრირებული სახელოვნებო სასწავლო ცენტრის სპექტაკლის პრემიერა

27 აპრილი 2025, 15:11 403 ნახვა

„ ემიგრანტი დედა“ სპექტაკლის პრემიერა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის ინტეგრირებული სახელოვნებო სასწავლო ცენტრის მოსწავლეებმა დადგეს. მსახიობებმა მაყურებელს  აჩვენეს დედა შვილის სიყვარული , განშორება, მონატრება  და შვილთან დაბრუნების სურვილი.
ამავე ცენტრის  მოსწავლეები დღეს ,    ასევე  მაყურებლის წინაშე წარსდგნენ რამდენიმე მუსიკალური რეპერტუარით . სოფელ ნიგვზიანის სახელოვნებო სასწავლო ცენტრი ერთი წელია გაიხსნა, პედაგოგებს  სკოლის გახსნაში ენდოკრინოლოგი მალხაზ ტუღუში დაეხმარა , ენდოკრინოლოგმა მოსწავლეებს საკუთარი სახლი გადასცა , ხოლო დღეს აღნიშნულ სკოლას მალხაზ ტუღუშის სახელი მიენიჭა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი