აჭარის პირველობა გაიმართა დღეს ინგლისურ სპორტინგში. მოძრავ სამიზნეებზე სროლაში ერთმანეთს 45 მოყვარული მსროლელი შეეჯიბრა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მონაწილეებს კი პრიზები გადაეცათ.
აჭარის პირველობას ინგლისურ სპორტინგში მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია „მაჭახელა“ ყოველწლიურად ატარებს. ჩემპიონატზე გამოვლენილი წარმატებული მსროლელები ივლისის თვეში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.