დღეს ტრადიციულად რუბრიკა “ფრაგმენტების” დღეა და ჩვენ მოგიყვებით გურჯების ქალაქ ინეგოლზე. ამ ქალაქის შესახებ მაყურებელს არაერთხელ სმენია, თუმცა საინტერესოა რა ფორმით ახერხებენ უცხო მიწაზე გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლები ლიდერობას არა მხოლოდ მოსახლეობის შემადგენლობის პროცენტული მაჩვენებლით, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობაში მაღალი პოზიციების დაკავებას.
სწორედ მათი დამსახურებით ისმის აქ ქართული ენა და ნახავთ ქალაქის მთავარ მუზეუმში ქართულ კუთხესაც საუკუნე ნახევრის წინ საქართველოდან ჩატანილ სკივრს ბორჯღალოთი, ძველ ქართულ ტანისამოსს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.