ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა, ხოლო დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო-დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს, ორი მათგანი საავადმყოფოში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალა განახლებადია