ბათუმში ახალი სტარტაპ ინტერაქციული სივრცე გაიხსნა. მერიის ინფრომაციით, სივრცე რეგულარულად უმასპინძლებს შეხვედრებს წარმატებულ სტარტაპ დამფუძნებლებთან და აღიარებულ სპიკერებთან.
ჩატარდება პრაქტიკული ტრენინგები, ინტერაქციული სესიები.
სტარტაპ სივრცე ბათუმის მერიის პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის გრანტის მხარდაჭერით.
ახალი ჰაბის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფენ ბათუმის მერია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკი.
ახლად გახსნილ ინტერაქციულ სივრცეში GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ აჭარის რეგიონის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.