„ბათუმობა“ 3-4 მაისს გაიმართება

28 აპრილი 2025, 14:44 209 ნახვა

ბათუმობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები 3-4 მაისს გაიმართება. ბათუმობა ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც ცენტრალური სცენა მოეწყობა. 

დაგეგმილია საბავშვო, შემეცნებითი ღონისძიებები, ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას შეძლებენ. ასევე იქნება გასტრონომიული კუთხე.

მაყურებლის განწყობაზე ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები იზრუნებენ, სცენას დასკვნით ნაწილში კახაბერი და ხანუმები დაიკავებენ.

შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების პარალელურად საპატიო ბათუმელები დაჯილდოვდებიან.

ბათუმობისთვის ბიუჯეტიდან 370 ათას ლარამდე დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი