საგამოძიებო კომისიის სხდომა - ოგბაიძეების დევნის საქმე

28 აპრილი 2025, 14:19 75 ნახვა

შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმეზე  დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა. საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე  აცხადებს, რომ  სააკაშვილის რეჟიმი მას შემდეგ  ებრძოდა, როცა  საგზაო პოლიციის ხელმძღვანელობის დროს,  2004 წელს აღმოაჩინა, რომ  საჯარიმოზე მდგარი ავტომობილით  უკანონოდ  მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე  გიგი უგულავა და მისი მეუღლე სარგებლობდნენ. 

საკითხით დაინტერესების შემდეგ  კი, როგორც  ოგბაიძე ყვება, რომ  შსს მინისტრმა გია ბარამიძემ თანამდებობიდან  გადადგომა მოსთხოვა,  წინააღმდეგ შემთხვევაში კი   მერაბიშვილი, ოქრუაშვილი - სააკაშვილის წრე მის დაკავებას ავალებდნენ.  გადადგომის შემდეგ ოგბაიძემ საქმიანობა  საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტად გააგრძელა, სადაც საავტომობილო ფედერაციის ქონებით ვანო მერაბიშვილი დაინტერესდა, რუსთავის ავტოდრომი წაართვა და  ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადადგომა  მოსთხოვა. 

ოგბაიძეს, მისივე თქმით, სოდის უფროსმა, ერეკლე კოდუამ  სოდის შავი სია და საუბრების ჩანაწერები აჩვენა,  მის წინააღმდეგ კი  ე.წ. შავი პიარიც დაიწყეს. ოგბაიძემ  2011   წლის   26 მაისის საპროტესტო აქციაზე დაკავებასა და  ოჯახის წევრების  წამების ფაქტებზე ისაუბრა.  

შემდეგი პირი, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე მოუსმენენ მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე იქნებიან, რომლებიც 2007 წლის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების საქმეზე ისაუბრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი