ვლადიმერ პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

28 აპრილი 2025, 16:33 134 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.

პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება.

„ამ პერიოდში ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყდება. რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინული მხარემ ამ მაგალითს უნდა მიჰყვეს. კიევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რუსული ჯარები ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას განახორციელებენ“, - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი