სუს-ის ახალი ხელმძღვანელი აშშ-ს საელჩოში FBI-ის წარმომადგენელს შეხვდა

28 აპრილი 2025, 19:54 85 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან, ალექსანდერ ტიგაისთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) ატაშემ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, სუს-ის უფროსის მოადგილე გელა გელაძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ბაჩა მგელაძე და FBI-ის ატაშეს მოადგილე სემუელ ჰენკსი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი