საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენ

29 აპრილი 2025, 10:24 108 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურის ფარგლებში, ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას. გაცნობითი ტურის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.

"ფრანგმა ინფლუესერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალური ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეო რგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება"- განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი