ლევან ჟორჟოლიანი გაეროს განვითარების კოორდინაციის პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

29 აპრილი 2025, 14:02 105 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების კოორდინაციის რეგიონული ოფისის დირექტორს, გვი იოპ სონს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება, რომელსაც მომავალში გაერო-ს სააგენტოებთან ურთიერთობის პროგრამა დაეფუძნება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, თანამშრომლობის ჩარჩოში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პრიორიტეტები, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ქვეყნის ინტერესებთან, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, რეგიონული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაერო-ს შორის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.

საუბარი ასევე შეეხო გრანტების შესახებ კანონს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაერო-ს წარმომადგენლებს კანონის მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი