ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილიდან მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება იმედაშვილის ქუჩაზე, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
მათივე განმარტებით, შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბერიძის ქუჩით.
"რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, იცვლება მარშრუტი: #7, #7 ა, #11, რომლებზეც ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
უკუმიმართულება ყველა მარშრუტზე იგივეა.
შეზღუდვები უკავშირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან სულაბერიძის, პუშკინისა და იმედაშვილის ქუჩების მონაკვეთებს ბაქოს ქუჩამდე", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.