ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის განაცხადებით, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა. მისივე განცხადებით, ბაზრობის შერეული ტერიტორიის დაახლოებით 15 000 კვადრატი არის დამწვარი.
ლევან მუსელიანის თქმით, ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და პირადი შემადგენლობა ჩაერთო.