კონფერენცია სელიმ ხიმშიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ 

30 აპრილი 2025, 10:44 105 ნახვა

ხიმშიაშვილების ღვაწლსა და ისტორიაზე ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში შეხვედრა  შედგა. მოსწავლეებმა მოისმინეს სელიმ ხიმშიაშვილის ისტორია, ასევე გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა  მან აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში. 

ისტორიის თანახმად სელიმის ანდერძი მისმა შთამომავლობამ აღასრულა და 1877-1878 წწ რუსეთ-თურქეთის ომის დროს აჭარა დედა-სამშობლოს დაუბრუნდა.

ისტორიაზე  მოსწავლეებს ემერეტუსს პროფესორმა სერგო დუმბაძემ და პროფესორმა თამაზ ფუტკარაძემ ესაუბრეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში