სასამართლომ გორში, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

30 აპრილი 2025, 12:34 116 ნახვა

სასამართლომ გორში, მამა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძებით დადგინდა, რომ 28 აპრილს, გორში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამა-შვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში