რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 30 წლის შემდეგ პირველად დღეს პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია აერო „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.
მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო ავიაკომპანიამ გადაწყვიტა 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებია.
სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს კიდევ ორი კომპანია შეასრულებს.