მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული.
ორგანიზაცია არეგულირებს ვაზისა და ღვინის სექტორს, ადგენს შესაბამის სტანდარტებს, ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში.