ჭიათურაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

01 მაისი 2025, 16:02 91 ნახვა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგი იყვნენ და თითოეული მათგანისთვის 5 000-5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. უფლებადამცველები 126-მუხლის 225 მუხლით შეცვლას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს არა დაგეგმილი, არამედ სპონტანურად მომხდარი ინციდენტი იყო და მომხდარში მეორე მხარეს ადანაშაულებენ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ივნისს გაიმართება.

შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში