ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა

02 მაისი 2025, 11:01 200 ნახვა

ქობულეთში  მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამაზე განაცხადების მიღება 1-ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  

პროექტი გულისხმობს მცირე და დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და ფინანსდება გამარჯვებული პირის თანამონაწილეობით, რომელიც უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10%-ს. თითო პროექტის ღირებულება, არა ნაკლებ 500 და არა უმეტეს 5000 ლარს შეადგენს. 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში