ხვალ “ბათუმობაა” 

02 მაისი 2025, 11:50 389 ნახვა

ხვალ და ზეგ ბათუმობაა. ქალაქის მთავარი დღესასწაული ტრადიციულად საზეიმოდ აღინიშნება. გასართობი აქტივობების მთავარი ლოკაცია ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაა.

ღონისძიებები დღის 12 საათიდან დაიწყება, მათ შორის იქნება თეატრალური წარმოდგენები და ასევე კონცერტი, რომელშიც ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.

ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ბათუმელებსა და ქალაქის  სტუმრებს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ. დღესასწაულის მონაწილეები ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც შეძლებენ. 

ზღვისპირა ქალაქში, რა თქმა უნდა  წარმოდგენილი იქნება ზვის პროდუქტებიც. ბათუმობის ორგანიზატორები საინტერესო და სასიამოვნო დღეს გპირდებიან.

დღესასწაული ორდღიანია და 4 მაისს, საპატიო ბათუმელების დაჯილდოვებითა და გალა-კონცერტით დასრულდება. ბათუმობის ინფრასტრუქტულ და დეკორატიულ მზარეზე ტენდერში გამარვებულმა კომპანია ბეტა ივენთმა იზრუნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში