აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი აჭარის კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა კულტურული მიმართულებებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და თანამშრომლობას.