ბათუმობა 2025

03 მაისი 2025, 17:58 202 ნახვა

ზღვისპირა ქალაქში დილიდან ბათუმობასთან დაკავშირებული ღონისძიება იმართება.  საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სცენა და მაყურებლის წინაშე უკვე წარსდგნენ , როგორც ადგილობრივი , ასევე მოწვეული მუსიკოსები , მუსიკალური ნაწილის პარალელურად მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს, ასევე ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ ღვინის დეგუსტაცია , თევზის დაგემოვნება . ბათუმობა დღეს დაიწყო და ხვალ გალა კონცერტით დასრულდება , ასევე ხვალ გახდება ცნობილი თუ ვინ მიიღებს საპატიო ბათუმელიც წოდებას. ბათუმობისთვის ბიუჯეტიდან 370 ათას ლარამდე იხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში