აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კლინიკები მოინახულეს

05 მაისი 2025, 17:54 84 ნახვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, მათივე ცნობით მთავრობის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ქუთაისში, სამედიცინო ცენტრ „დიომედი +“-ში გამართა, სადაც დაწესებულების პერსონალს შეხვდა და პოლიკლინიკების რებრენდინგისა და სამომავლო განვითარების შესახებ გეგმები გააცნო. ასევე ექიმებს „დიომედის“ კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში