აფხაზეთის მთავრობამ ეროვნულ გმირს პატივი მიაგო

06 მაისი 2025, 17:59 102 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მამია ალასანიას დაბადების დღეა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილმა ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში