გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

06 მაისი 2025, 19:28 102 ნახვა

მხატვარ თუთუ კილაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. ექსპოზიციაზე ფერწერული ნამუშევრები, ასევე მოხატული კერამიკული ფილებია წარმოდგენილი,რაც კერამიკისა და ფერწერის სინთეზია, ნამუშევრები შამოტის ფილებზეა შესრულებული.
თუთუ კილაძე გამოფენებსა და სახელოვნებო პროექტებში 2001 წლიდან მონაწილეობს , ძირითადად ფერწერაში , კერამიკასა და გრაფიკაში მუშაობს და არის არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე, ასევე პერსონალური გამოფენის ავტორი საქართველოსა და ევროპაში. აჭარის ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების ნახვა 11 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში