აქცია ბათუმში

07 მაისი 2025, 19:50 155 ნახვა

საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში. აქციის მონაწილეები 19 საათიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.
მანამდე, ამავე მოთხოვნებით ნაწილმა ავტომობილებით საპროტესტო მარში გამართა. მარშის მონაწილეები ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ და ავტოკოლონით ბათუმის ქუჩებში გადაინაცვლეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში