„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“. დღეს სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მაღალი დონის სტუმრებისთვის სწავლების საჩვენებელი დღე გაიმართა.
სწავლებას ქართული მხარე ხელმძღვანელობს და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სწავლების პროცესის გასაცნობად იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მაღალი დონის სტუმრები ნატოს შტაბბინიდან, ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბიდან, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობიდან და ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრიდან.