ევროპის დღეს ვფიქრობთ ჩვენს საერთო ისტორიაზე და მოუთმენლად ველოდებით მომავალს, რომლის შექმნაც გვსურს საქართველოსთან ერთად - პაველ ჰერჩინსკი

08 მაისი 2025, 12:04 110 ნახვა

ევროპის დღეს ვფიქრობთ ჩვენს საერთო ისტორიაზე და მოუთმენლად ველოდებით მომავალს, რომლის შექმნაც გვსურს საქართველოსთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისთვის ვრცელდება ცხოვრების ყველა სფეროზე და მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას.

„ყოველწლიურად 9 მაისს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის დღის 75 წლისთავი ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია, რომელიც 1950 წელს რობერტ შუმანის დეკლარაციით დაიწყო. ევროკავშირმა მოუტანა მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა თავის ამჟამინდელ 27-ვე წევრ სახელმწიფოს. ევროპის დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს საერთო ისტორიაზე და მოუთმენლად ველოდებით მომავალს, რომლის შექმნაც გვსურს საქართველოსთან ერთად. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისთვის ვრცელდება ცხოვრების ყველა სფეროზე და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. გულითადად გიწვევთ, მეტი გაიგოთ ჩვენი მხარდაჭერის შესახებ და ერთად გავატაროთ 9 მაისს დღე Expo Georgia-ში თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად, რათა აღვნიშნოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს. ერთად გავატაროთ ევროპის დღე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში