სახალხო დამცველი ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

08 მაისი 2025, 19:44 71 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა დღეს ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა და უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. 

მათივე ცნობით, ლევან იოსელიანი პატიმრებს აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე ესაუბრა, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზია წარმოდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში