საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას - ირაკლი კობახიძე

09 მაისი 2025, 13:46 106 ნახვა

საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას უსურვებს კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში.

„საქართველოს მთავრობის სახელით გულწრფელად ვულოცავ მის უწმინდესობას, ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას. ვუსურვებთ მას სიძლიერეს, სიბრძნესა და ღვთის წყალობას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წმინდა მისიის შესრულებაში“, - აღნიშნავს პრემიერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში