ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, აფხაზეთიდან დროებით დევნილ სორესტი ბერულავას ესტუმრა.
მთავრობის თავმჯდომარემ 99 წლის ვეტერანს 9 მაისი მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სარეზერვო ფონდიდან, აფხაზეთიდან დროებით დევნილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.