ევროპის დღე

09 მაისი 2025, 14:19 103 ნახვა

დღეს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

დაგეგმილია გამოფენები, მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გაეცნონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, ასევე  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს.

ღონისძიების ფარგლებში, იმართება საუბრები სადაც მსურველებს აქვთ საშუალება მოუსმინონ გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც მსჯელობენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და მათ როლზე საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში