ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა

09 მაისი 2025, 14:19 157 ნახვა

ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას მასპინძლობს. რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა ცოტა ხნის წინ გაიხსნა. წელს მასში 6 ქვეყნის 90-ი ტურისტული კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე, ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილია ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

შესაბამისად გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას, როგორც ზღვის, ისე მთის კურორტს.

საერთაშორისო გამოფენა კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა.

ოფიციალურ გახსნას აჭარის ფინანსთა მინისტრი, ბათუმის მერი და საქართველოში თურქეთი რესპუბლიკის საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი ესწრებოდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში