როგორი ამინდი იქნება 10 მაისს საქართველოში

10 მაისი 2025, 12:29 108 ნახვა

10 მაისს, ბათუმში მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +31 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15.

ფოთში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეს იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში დღეს მზიანი ამინდია. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში კი მოსალოდნელია წვიმა. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმა იქნება, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ჭიათურაში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +26 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმა იქნება. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში კი მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში კი წვიმს. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში