ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი დაეცა.
შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი ახადა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია.
ადგილზე მუშაობენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.