შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

13 მაისი 2025, 10:51 131 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

უწყების ცნოიბთ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული შ.ვ., 1996 წელს დაბადებული ი. მ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული დ. ს., 1974 წელს დაბადებული ა.ბ. და 1995 წელს დაბადებული ს.კ. დააკავეს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის : „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი